აჭარაში, 6 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ენმ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს საკრებულოებში ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის  რეჟიმში გადავიდა. ისინი საკრებულოების სხდომებს აღარ დაესწრებიან. ამის შესახებ განცხადება ბათუმის საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ვარშალომიძემ გააკეთა.  მან მადლობა გადაუხადა პატრიოტ და მებრძოლ ახალგაზრდებს დაუღალავი ბრძოლისთვის, სოლიდარობა გამოუცხადა აქციაზე დაკავებულ, ნაცემ და დაზარალებულ ადამიანებს. ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ რუსულ რეჟიმთან ერთად სხდომებზე ყოფნა დაუშვებელია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი