ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს | პუტინის პროპაგანდისტი სოლოვიოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე", გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას საუბარი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან საქართველოში დროებით მცხოვრები რუსების შესახებ, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში არიან ჩართულები და საქართველოს მთავრობა მათ გაძევებას გეგმავს. 

"მე დღეს ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მან თქვა, რომ [საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსებს] ჩვენ გამოვუშვებთ ქვეყნიდან...ისინი აქტიურად გამოდიან NGO-ების მხარეს, ამიტომ გავაძევებთ" თქვა პუტინის პროპაგანდისტმა

გადაცემის თემა ანტიდასავლური იყო, სადაც წამყვანი და მოწვეული სხვა პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ „ევროპა პოლიტიკური მოტივით მკვლელობების ეპოქაში შედის“.

[პუბლიკა]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი