კი ევროპას! არა რუსულ კანონს! | აქცია-მსვლელობა ქუთაისში

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ქალაქის მერიასთან ახალგაზრდების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. ისინი ხელისუფლების მიერ მიღებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ. მათ რუსთაველის გამზირი ნაწილობრივ გადაკეტეს. 

ახალგაზრდების თქმით, გაფიცვა ქუთაისის ორ, აკაკი წერეთლის სახელობის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც გრძელდება. სტუდენტები აუდიტორიებში შესვლას მანამდე არ აპირებენ, სანამ მთავრობა კანონს უკან არ გაიწვევს. ორგანიზატორის თქმით, ქუთაისში ახალგაზრდები აპირებენ ადმინისტრაციული შენობების გარშემო განლაგებას და მაქსიმალური დისკომფორტის შექმნას ხელისუფლებისთვის. 

შეგახსენეთ, რომ ქუთაისში დღეს, უწყვეტი აქციების 27-ე, ხოლო სტუდენტების გაფიცვის მეოთხე დღეა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი