"ოკუპაციის ხაზი სიღრმეში შემოვიდა" - ქაცარავა ხურვალეთში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებაზე

გამოქვეყნდა:

შეიარაღებულმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში სამშენებლო მასალა ჩაიტანეს და ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე რკინის ძელები აღმართეს.

ხურვალეთთან პატრულირებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია". ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ სამთავრობო უწყებები მოსალოდნელი ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს.

..დაახლოებით 20-მდე ბოძის დამონტაჟება მოახერხეს და ოკუპაციის ხაზი სიღრმეში შემოვიდა იმ არსებული ხაზიდან. ხელისუფლების რეაგირება სამწუხაროდ არის სტანდარტული, წმინდა ფორმალური, რომ გადავხედოთ იმ განცხადებებს, რასაც აკეთებს ხელისუფლება, ბორდერიზაციის შემთხვევებში არის ერთი და იგივე შაბლონური ტექსტი, - თქვა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 12 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. ბორდერიზაციია განაახლეს. უწყებამ აღნიშნულის გამო ცხელი ხაზი გაააქტიურა.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი