ბორდერიზაციის 15 ფაქტი და 9 გატაცება - ასეთია გასული 2 თვის განმავლობაში, მხოლოდ შიდა ქართლში, რუსი ოკუპანტების აგრესიის შედეგი.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკანონო სამუშაოები გორის და ქარელის სოფლებში განახორციელს. გატაცებულებიდან შვიდი რჩება უკანონო პატიმრობაში, მათ შორისაა უკვე მეხუთედ დაკავებული რამაზ ბეღელური, რომლესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ინციდენტები დღეს ერგნეთის შეხვედრაზე განიხილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკებისას მათი მხრიდან შეთავაზებულ იქნა ნულოვანი დაკავების პოლიტიკა, რაზეც მწვავე დებატები გაიმართა. შეხვედრა ისევ კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.