არა რუსულ კანონს! | პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - ვითარება რუსთაველის გამზირზე

გამოქვეყნდა:

პროტესტით მოცული საქართველო. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ წყდება. თვეზე მეტია, დედაქალაქის მთავარი გამზირი დემონსტრანტებს აქვთ დაკავებული. დღეს მორიგი მსვლელობა დედებმა, შვილებთან ერთად გმირთა მოედნიდან გამართეს. დედების მარში საქართველოს პარლამენტის შენობასთან დასრულდა მოთხოვნით - ხელისუფლებამ უკან გაიტანოს რუსული კანონი და შეწყვიტოს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაში. გამზირზე ამ წუთებშიც შეკრებილი არიან ახალგაზრდები, რომლებიც ოლიგაქრის ხელისუფლების რუსულ გეგმას აპროტესტებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი