რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 20 "შაჰიდი" გავანადგურეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 20-ვე "შაჰიდის" ტიპის დრონი გაანადგურეს. 

"17 მაისის ღამეს რუსებმა უკრაინას შეუტიეს "შაჰიდის" ტიპის 20 დრონით. საჰაერო ბრძოლის შედეგად, მტრის 20-ვე "შაჰიდი" ჩამოვაგდეთ ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, ოდესისა და მიკოლაევის რეგიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი