ოთხმა ფორმიანმა სცემა, ტვინში ჰემატომა აქვს, შაბათს უტარდება ოპერაცია | ანტირუსულ აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. "მთავარის" ინფორმაციით, სასტიკად ნაცემ კაცს თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. დაზარალებულს სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

აღნიშნულს მისი მეგობარიც გვიდასტურებს, თუმცა მას საკუთარი ვინაობის გამხელის ეშინია. ის გვიყვება, რომ აშშ-ის მოქალაქეს ფორმიანები გაუსწორდნენ, თუმცა მძიმე ტრავმების გამო, დეტალები არ ახსოვს.

დაზარალებულის მეგობარი აღნიშნავს, რომ დღეს აშშ-ის საელჩოს მიმართავენ და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.

"დაზიანებებიდან გამომდინარე მას ბევრი დეტალი არ ახსოვს. აქციაზე ვიყავით, როცა ფორმაში ჩაცმული 4 ადამიანი დაესხა თავს და ცემა დაუწყეს. ტვინში ჰემატომა აქვს. ამიტომ, შაბათს უტარდება ოპერაცია. როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება. სწორედ ამ დაზიანებების გამო, ვეღარ გაფრინდა შეერთებულ შტატებში," - ამბობს "მთავართან" დაზარალებულის მეგობარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი