კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. სააგენტოს თქმით, ტაძარში სახურავიდან წყალი ჩადიოდა, ზიანდებოდა კედლის საფასადე წყობა და ცოკოლი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც გამოყოფილია 614 000 ლარი, შპს "ჯავა კონსტრაქშენი" ატარებს.
პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა.
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გერგეტის სამების ინტერიერში სახურავიდან ბუნებრივი ნალექი ჩადიოდა. გადახურვის ნაშვერების არქონის გამო სახურავიდან ჩასული ნალექი პირდაპირ კედელზე ჩამოედინებოდა, რაც აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს.
პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯავა კონსტრაქშენი“. სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 614 000 ლარი.
გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.)," - ნათქვამია განცხადებაში.
ელექტრონული ტენდერიდან კი დამატებით ირკვევა, რომ დაზიანებულია კამარები და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია ტაძრის სარკმლები. წყლის ჩაჟონვა ხდება ეკლესიის სამრეკლოს პორტალის ტალანის მოცულობაშიც:
"ინტერიერში ფიქსირდება გადახურვიდან ბუნებრივი ნალექების ჩადინება, დაზიანებულია კამარები. გადახურვის ნაშვერების არქონის გამო, სახურავიდან ჩამონადენი ნალექები პირდაპირ კედლის სიბრტყეზე ჩამოედინება, რაც აზიანებს კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს. არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია ტაძრის სარკმლები. ეზოში, უშუალოდ ჩრდილოეთი ფასადის კედლის სიბრტყიდან არ ხდება ნალექების მოცილება. წყლის ჩაჟონვა ხდება ეკლესიის სამრეკლოს პორტალის ტალანის მოცულობაშიც," - ვკითხულობთ ტექნიკური დავალების აღწერაში.
საპროქტო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია: