მოსკოვში, "რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს" სხდომაზე საქართველოსთან ფულადი გადახდების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა განიხილეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ "რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს საქმიანობა" საბჭოს VII გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას "რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით" - ინფორმაცია ამის შესახებ, შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

ამავე ინფორმაციით, პადალკომ განაცხადა, რომ  "სამომავლოდ უნდა გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, რათა რუბლიც და ლარიც იყოს გადახდის საშუალება, ფინანსური ტრანზაქციები კი შუამავლების გარეშე განხორციელდეს". 

პადალკომ ისაუბრა სავაჭრო-ლოჯისტიკურ სფეროში „დიდ ამბიციებზეც“. საუბარია „საავტომობილო გადაზიდვების გაფართოებაზე“, მათ შორის შესაძლოა, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, ასევე „სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენაზე“.

ამავე შეხვედრაზე რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, იური ბალაშოვმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს 1,2 მილიონი ტურისტი ეწვია რუსეთიდან, რაც 10%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და საქართველოში ტურისტების მთლიანი რაოდენობის 23,2%-ს შეადგენ - "ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო 2023 წლის მაისში საქართველოსთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის დამყარებამ" - აღნიშნა იური ბალაშოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი