ლიეტუვა უკრაინას ექვს AMBER 1800 სარადარო სისტემას გადასცემს

გამოქვეყნდა:

ბერლინში, გერმანიის და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრების, ბორის პისტორიუსისა და  ლაურინას კაშიუნასის შეხვედრის დროს ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა უკრაინას  6 AMBER 1800 სარადარო სისტემას გადასცემს. 

"ექვსი AMBER 1800 სარადარო სისტემის მიწოდება არის ლიეტუვის წვლილი უკრაინაში, სიცოცხლის გადარჩენისთვის" - განაცხადა პისტორიუსმა და ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, გერმანიის ინიციატივის გაზიარებისთვის. 

Amber-1800 სახმელეთო მობილური სარადარო სადგურია, რომელიც ლიეტუვაში შეიქმნა და განკუთვნილია საჰაერო ობიექტების ავტომატური გამოვლენისთვის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი