"ქართველებო, ეს უნდა იცოდეთ!" | მიმართვა ადამიანებისგან, ვინც რუსული კანონი საკუთარ თავზე გამოსცადა

გამოქვეყნდა:

ვიდეოგზავნილები ქართველი ხალხისადმი - რუსი ოპოზიციონერები, რომლებიც პუტინის რეჟიმმა იძულებული გახადა ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულიყვნენ, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქართულ საზოგადოებას მიმართავენ. ადამიანები, რომლებიც აქტიურად იყვნენ და არიან ჩართული რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ რუსული ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნისთან და რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული კანონის და რეჟიმის სისასტიკე, ვიდეო კლიპებში ყვებიან, თუ როგორ განვითარდა მოვლენები რუსეთში, რა მოხდება ამ კანონის მიღების შემდეგ - "ქართველებო თქვენ ეს უნდა იცოდეთ" - ასე ასათაურებენ ვიდეო გზავნილს დევნილები და ქართულ საზოგადოებას გამოცდილებას უზიარებენ.

"ქართველებო, მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, რომ იგივე არ დაგემართოთ რაც ჩვენ. მე ვარ მაშა. პოლიტიკური აქტივისტი ჩელიაბინსკიდან. 2022 წლის იანვარში იძულებული გავხდი გავქცეულიყავი რუსეთიდან. უცხოური აგენტების კანონი ჩემი გაქცევის მიზეზი გახდა, რადგან თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ ის თქვენ არ შეგეხებათ, თუმცა ეს ასე არ არის. კანონი ყველას შეეხება და მოჰყვება უამრავი ცუდი შედეგი. სოროსის ფონდის დახმარებით მოვახერხეთ, რომ ჩელიაბინსკის შორეული ბიბლიოთეკები მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნამუშევრებით მოგვემარაგებინა, თუმცა ახლა კანონის მიღების შემდეგ, იმის გარდა, რომ სოროსი იქცა არასასურველ ორგანიზაციად და ასეთი პროგრამების განხორციელება შეუძლებელი გახდა, სოროსის მოწოდებული წიგნებიც კი გამოაქვთ  ბიბლიოთეკებიდან." ამბობს ვიდეომიმართვაში ერთ-ერთი რუსი ოპოზიციონერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი