სანქტ-პეტერბურგში, კავშირგაბმულობის სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 76 მმ-იანი ჭურვი აფეთქდა. სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად შვიდი სამხედრო დაშავდა. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, აფეთქება შემთხვევით, დასუფთავების დროს მოხდა.