რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე დრონი ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლესჩუკი აცხადებს, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე "შაჰიდის" ტიპის დრონი გაანადგურეს.

"18 მაისის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ოლქებიდან) 13 "შაჰიდ-131/136" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. საჰაერო ბრძოლის შედეგად, ჩამოვაგდეთ 13-ვე "შაჰიდი" ხარკოვის, პოლტავას, ვინიცის, მიკოლაევისა და დნიპროპეტროვსკის რაიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი