
გუდიაშვილის ქუჩის მოსახლეობა რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა. ამბობენ, რომ რეაბილიტაციის დროს მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანისას ისედაც ავარიული შენობები კიდევ უფრო მეტად დაზიანდა.
ცნობისთვის, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშოები ორი წლის წინ დაიწყო. პროექტს მერია, თბილისის განვითარების ფონდი და "icomos-საქართველო" ასრულებს.
გუდიაშვილის მოედანს ხუთი ქუჩა უერთდება. სამშენებლო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ახოსპირელის მესამე ჩიხის N7 სახლსაც ძეგლის სტატუსი აქვს. საწყის ეტაპზე პროექტით გათვალისწინებულ წითელ ხაზებში იყო მოქცეული და რეაბილიტაცია მასაც უნდა შეხებოდა, მაგრამ დღეს ამ სახლის მაცხოვრებლები პროექტის მიღმა დარჩნენ.
მესამე ჩიხის მაცხოვრებლებმა ფონდში წერილებიც გაგზავნეს და ხელმძღვანელობასთან შეხვედრებიც მოითხოვეს, თუმცა ესეც არაფრისმომცემი გამოდგა.
ავტორი: ნინო ჟვანია