მასობრივი გატაცებები ჩეჩნეთში | "მემორიალის" მონაცემებით, უშიშროების ძალებმა ათეულობით ადამიანი გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთში უშიშროების ძალებმა 80-დან 90-მდე ადამიანი გაიტაცეს - ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ არხებით გავრცელდა და ის დაადასტურა ადამიანის უფლებათა ცენტრმა "მემორიალმა". 

„მემორიალის“ ინფორმაციით, გატაცებების ტალღა უკავშირდება სოციალურ ქსელებში 6 მაისს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც უცნობი პირი ცეცხლს უკიდებს მანქანას, სანომრე ნიშნებით „დოსტუმი“. „დოსტუმი“ წარსულში რამზან კადიროვის მიერ იყო გამოყენებული, ახლა კი მას მეტსახელად იყენებს მისი უფროსის ვაჟი, ადამი.

უფლებადამცველებმა რამდენიმე გატაცებულის ვინაობისა და მათი დაკავების გარემოებების დადგენა შეძლეს. ამგვარად, ურუს-მარტანის რაიონის სოფელ სტარიე ატაგიში გაიტაცეს მთავარი ეჭვმიტანილი საიფ-ისლამ ელმურზაევის ოჯახის 50-მდე წევრი, მათ შორის მოხუცები და ქალები და ერთი ორსული. მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

სოფელ გოისკოეში სულ მცირე ექვსი ადამიანი გაიტაცეს. 30-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს ქალაქ შალიში. "მემორიალის" მიხედვით, ისინი გროზნოში გადაიყვანეს და შემდეგ დააბრუნეს შალის პოლიციის განყოფილებაში. დაკავებულების ნაწილს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენეს.

"მემორიალმა" ასევე დაადასტურა ინფორმაცია ადგილობრივი მკვიდრის, დენი ზარმაევის ცხედრის აღმოჩენის შესახებაც შალინსკის რაიონში. კაცი ხიდის ქვეშ ჩამოკიდებული იპოვეს. თუმცა, უფლებადამცველებს არ აქვთ ინფორმაცია სიკვდილის ზუსტ გარემოებაზე და უკავშირდება თუ არა ის, გატაცებების ტალღას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი