ფიცოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გამოქვეყნდა:

Reuters სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა კი აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში მისი გადაყვანა დედაქალაქ ბრატისლავაში არ იგეგმება. საკითხს 20 მაისს ექიმთა კონსილიუმი გადაწყვეტს. 

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი, ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. პრემიერის მკვლელობის მცდელობისთვის  71 წლის კაცს ბრალი უკვე წარუდგინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი