ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ანტირუსულ აქციაზე - ეს კვირა განსაკუთრებით იყო გამორჩეული და დატვირთული სტრატეგიული პარტნიორების ვიზიტებით საქართველოში. საქართველოს დიდი ხნის ერთგულმა მეგობრებმა ქვეყნის მთავარი გამზირიდან უთხრეს ქართველ ხალხს, რომ ისინი ევროპისკენ მიმავალ გზაზე მარტო არ არიან და ერთგული მეგობრები დაეხმარებიან, რომ საქართველოს ხელახლა გასაბჭოების მცდელობა აღიკვეთოს. 4 მინისტრის აქციაზე მისვლამ ოლიგარქის გუნდი წყობიდან გამოიყვანა. შეურაცხმყოფელი და კრიტიკული განცხადებებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი.