ჩხუბი, გინება, შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება | როგორ მიიღო "ოცნებამ" რუსული კანონი?

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტი ოლიგარქის პოლიტიკურ ჯგუფს პოლიტიკურ თამაშში არ შეჰყვა და თქვა რომ ეს კანონი სულისკვეთებითა და არსით რუსულია, არ ექვემდებარება ცვლილებას და ამიტომ ის უნდა გაუქმდეს. პრეზიდენტს ვეტო დადებისთვის 4 დღე დასჭირდა.  ოლიგარქის 84-მა დეპუტატმა ქვეყნის ხელახლა გასაბჭოების მცდელობას მხარი 14 მაისს დაუჭირა. პარლამენტს გარეთ ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობა  ოლიგარქის პოლიტიკურმა ჯგუფმა არ გაითვალისწინა და რუსული კანონის მესამე, ანუ ბოლო მოსმენით მიიღო, რაც ნამდვილად არის საქართველოს ევროპული გზისთვის განაჩენი, რადგან ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი რეპრესიული კანონით ქვეყანა ევროკავშირში არათუ ვერ შევა, არამედ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე საერთოდ ვერ გაეხსნება. კანონის მიღებამდე კი სხდომათა დარბაზი საბრძოლო არენას ჰგავდა. იყოს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი