ვეტო იძლევა შემდგომი დაფიქრების მომენტს. დღევანდელი ფორმით - კანონი არ შეესაბამება EU-ს ღირებულებებსა და გზას | მიშელი

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მიიჩნევს, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ და საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ კურსზე: 

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე იძლევა შემდგომი დაფიქრების მომენტს. დღევანდელი ფორმით - კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას.

მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, კარგად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და უზრუნველყონ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს.

მე ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს" წერს შარლ მიშელი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი