გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი, 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ თამაზ ხომასურიძე გუშინ,11 სექტემბერს მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის დააკავეს.
თამაზ ხომასურიძეს 3-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.