უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 37 დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 27 "შაჰიდი" გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, მათ 37-ვე დრონი ჩამოაგდეს.

"მტრის თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო დანაყოფები, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და ელექტრონული ომის საშუალებები. 37-ვე შაჰედი ჩამოვაგდეთ კიევში, ოდესაში, მიკოლაევში, სუმში, ვინიციაში, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის რეგიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი