"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს...რუსეთის გადაიხდის ყველაფრის ფასს, რასაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, რომლებმაც ამ კვირაში დაამტკიცეს, რომ რუსეთის სახელმწიფო გადაიხდის ყველაფრის ფასს, რასაც აკეთებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მადლობა თითოეულ მეომარს, რომელმაც ამ კვირაში გამოიჩინა საკმარისი გამძლეობა და თავდაჯერებულობა, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებით. დამპყრობლები კარგავენ ქვეითებს და აღჭურვილობას - ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია, თუმცა, როგორც 2022 წელს, ისინი იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ სწრაფ წინსვლას ჩვენს მიწაზე. ხარკოვის გარდა არ გაგვიწყდება სხვა საბრძოლო მიმართულებებიც: კრამატორსკი, პოკროვსკი, კურახოვე, ასევე, სამხრეთის მიმართულებები, სადაც რთული სიტუაციაა, ჩვენი ძალები ღირსეულად პასუხებენ ოკუპანტებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებმაც მოიგერიეს რუსული თავდასხმა ჩასივ იარზე. ჩვენმა მეომრებმა გაანადგურეს ოკუპანტის ოცზე მეტი ჯავშანმანქანა. მადლობა ყველა პარტნიორს, რომელიც გვეხმარება, ვინც აირჩია უკრაინა და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს. დიდება უკრაინას."

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი