უკრაინელებმა რუსეთის ხომალდი "კოვროვეცი" გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 
უკრაინელებმა 19 მაისის ღამეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი "კოვროვეცი" გაანადგურეს.

"დაზუსტებულია, რომ ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა თანამებრძოლებთან ერთად გაანადგურეს," - წერს უკრაინული მედია.

"კოვროვეცის" სიგრძე 61 მეტრია, ეკიპაჟი კი თითქმის 70 კაციანია. მედიის ინფორმაციით, ის იყო სპეციალური დანიშნულების ხომალდი, რომლის ამოცანაც საზღვაო ნაღმების მოძებნა, აღმოჩენა და განადგურება იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი