გორში დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია-მსვლელობა გაიმართება. ადგილობრივები 19:00 საათზე გორის გიორგი ერისთავის თეატრის ბაღში შეიკრიბებიან.
არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! მარში! ისევ გრძელდება ახალგაზრდების, სტუდენტების, დიდების და პატარების მარში არ გაჩერდება ეს მდინარე იქამდე სანამ არ გაედინება რუსული კანონი ამ ქვეყნიდან. მოვუწოდებთ მოსახლეობას 19 მაისს 7 საათზე სხვადასხვა სკოლისა თუ უნივერსიტეტის ბავშვები დიდები თუ პატარები გამოდით ყველა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ რეჟიმს ! შეკრების ადგილი - გორის გიორგი ერისთავის თეატრის ბაღი, - წერენ ორგანიზატორები.