მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ რაისი აზერბაიჯანში სწორედ ამ ვერტმფრენით იმყოფებოდა.

ინციდენტი კი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის. 

მედია ასევე წერს, რომ პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში მოგზაურობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები.

ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენში, მათ შორის, იჯდა თუ არა იქ თავად პრეზიდენტი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი