არა რუსულ კანონს! - რომში მცხოვრებმა ქართველებმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკა, რეპრესიული კანონის მიღება და ანტირუსული აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
ისინი "ოცნების" ლიდერებს მიმართავენ, რომ მათი "ღალატი ისტორიას დარჩება".