არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! - გორში, თეატრის სკვერში სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტების ნაწილმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პარლამენტის მიერ "რუსული კანონის" მიღება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა შეძახილებით "არა რუსულ კანონს"ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს, მოგვიანებით კი 9 აპრილის სკვერთან გადაინაცვლეს, სადაც გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.