ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ კონტაქტი დამყარდა ერთ-ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაშველები უამინდობის გამო ისევ ვერ ახერხებენ ვერტმფრენამდე მისვლას. ასევე, არ გავრცელებულა ინფორმაცია მგზავრების მდგომარეობის შესახებ.