"მთავარის" ინფორმაციით, ნაძალადევზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, მაგრამ უწყებას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს. სამივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ერთ-ერთის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დარჩენილი 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თუმცა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ან ვინ იყვნენ თავდამსხმელები უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი