"როდესაც ბავშვები გეტყვიან, რომ მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკეთ..." | აჭარაში, "ოცნების" დეპუტატი მშობლებისგან მასწავლებლების დასმენას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების წევრი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ლადო მგალობლიშვილი მშობლებს მოუწოდებს, დარეკონ და განათლების სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც სკოლაში რუსულ კანონზე ლაპარაკობენ.

"მე მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების  სამინისტროს ცხელ ხაზზე და ამის შემდეგ ჩვენ, პირადად მე ვიყავი ავტორი და უმაღლესი საბჭო ინიციატორი,  სრულად არის აღჭურვილი აჭარის განათლების სამინისტრო, ჩაატაროს სკოლებში ინსპექტირება და ის ხალხი, ვინც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს და თითისტოლა ბავშვებს პოლიტიკაზე ესაუბრება, უნდა დაისაჯოს თავისთავად", - თქვა მგალობლიშვილმა  უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი