"ბიძინა რა შუაშია, საერთოდ დაბნელებული გაქვთ თვალები?! ბიძინა რა შუაშია, კანონზე ვსაუბრობთ. [დეკანოიძე: შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ?] შეურაცხყოფა რა შუაშია აბა, ბიძინა რა შუაშია?! ასე იქცევით და, რა ვქნა ახლა... თქვენ გინდათ, შემოიტანოთ დესტრუქცია, იმიტომ, რომ სალაპარაკო როგორც იმ კანონზე, ამ კანონზეც არაფერი არ გაქვთ".
უთხრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს ე.წ. ოფშორების კანონზე ვეტოს განხილვის დროს.