განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასელები იკრიბებიან, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ. ისინი რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს უერთდებიან და ამბობენ, რომ ბოლო ზარის დღის აღნიშვნას სწორედ აქციაზე აპირებენ.
მათი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლაა და მათი პერფორმანსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ცნობისთვის, დღეს სტუდენტების შეკრება ერთდროულად რამდენიმე ადგილზეა დაგეგმილი, შემდეგ კი დემონსტრანტები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დასაცავად კვლავ პარლამენტისკენ გაემართებიან.
ავტორი: დავით კობიძე