თბილისის ქუჩებში რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს. მე-12 კლასელებმა მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყეს. სტუდენტები კი წერეთლის მეტროდან და სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოდან სააკაძის მოედნისკენ მიემართებიან. მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ დროისთვის უცნობია.
ახალგაზრდების თქმით, ისინი არ დაიღლებიან და მანამდე იდგებიან ქუჩაში, სანამ ხელისუფლება ხელმეორედ დაინიცირებულ და მესამე მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს. სტუდენტები ამბობენ, რომ სიმართლე მათკენ არის და არ დანებდებიან. მათი მთავარი გეგმა ყოველდღიური პროტესტია, რითაც ნათელი და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.