რუსული კანონის საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები სააკაძის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მიდიან. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ამ დროისთვის პარლამენტთან უკვე შეკრებილები არიან მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ბოლო ზარის დღეს აქციაზე ატარებენ.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური მსვლელობა 19:00 საათზე ერთდროულად დაიწყო ორი მისამართიდან, წერეთლის მეტროდან და სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოდან, საიდანაც აქციის მონაწილეებმა სააკაძის მოედანზე გადაინაცვლეს. ამ დროისთვის უცნობია სტუდენტური კვირეულის ფარგლებში დაანონსებული მომდევნო დღეების შეკრების ადგილები.