"გეგმა იყო მერიასთან პერფორმანსი... ჩვენი ინფორმაციით, იგეგმებოდა პროვოკაციები და გადავწყვიტეთ პარლამენტთან წასვლა" | სტუდენტების მსვლელობა გრძელდება

გამოქვეყნდა:

"გეგმა იყო მერიასთან პერფორმანსი... ჩვენი ინფორმაციით, იგეგმებოდა პროვოკაციები და გადავწყვიტეთ პარლამენტთან წასვლა", - ამის შესახებ თბილისში მიმდინარე აქცია-მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, სტუდენტი ჟორჟ ჟამერაშვილი საუბრობს. 

"დღეს ორი ლოკაციიდან დაიძრა ჩვენი მსვლელობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და წერეთლის მეტრო, საიდანაც ახალგაზრდები და სხვა მონაწილეები წამოვედით სააკაძის მოედნისკენ, ჩვენი გეგმა იყო რომ "პრივატ დრაივის 7", რომელიც პირველი ლოკაცია იყო, ყოფილიყო თბილისის მერია, ვაპირებდით თბილისის მერიასთან პატარა პერფორმანსის გაკეთებას, მაგრამ ვინაიდან იყო პოლიციის ძალიან დიდი მობილიზება, ამავდროულად, გვქონდა ინფორმაცია რომ იგეგმებოდა გარკვეული პროვოკაციები და თავი ავარიდეთ ამ ყველაფერს, ვინაიდან არ გამოვიწვიოთ დაპირისპირება. ჩვენი პროტესტი არის მაქსიმალურად მშვიდობიანი, ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან, ვკითხეთ როგორ მოვქცეულიყავით და ერთად გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით პარლამენტისკენ, სადაც შევუერთდებით ვისაც დღეს აქვთ ბოლო ზარი და აღნიშნავენ ამ დღეს", - ამბობს ის.

ცნობისთვის, დღეს დაანონსებული სტუდენტური საპროტესტო კვირეულის პირველი დღეა, მომდევნო დღეების შეკრების ადგილები კი ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი