ქართველმა ემიგრანტებმა მიუნხენში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ "ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევა მოსთხოვეს. გააპროტესტეს ე.წ. ოფშორების კანონიც.
ემიგრანტების თქმით, საქართველო "ქართულ ოცნებას" გასაბჭოების გზაზე მიჰყავს და შეიძლება საბჭოთა კავშირი არ ერქვას, მაგრამ იქნება იგივე სიტუაცია, თუ ახლა ხმას არ ამოიღებენ. მათ ასევე მოუწოდეს საზოგადოებას, დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკით, რადგან შეიძლება მალე ამის საშუალება აღარ ჰქონდეთ.