ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

"საარჩევნო კალენდარი სასამართლოს, მთავრობისა და პარლამენტის მეთაურთა სხდომაზე დამტკიცდა. მეურვე საბჭოს თავდაპირველი შეთანხმებით, გადაწყდა, რომ მე-14 საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება," - განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიამ. 

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაიღუპნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი