რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 29 "შაჰიდიდან" 28 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 29 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 28 მათგანი ჩამოაგდეს. 

"ბრძოლის შედეგად, ჩამოვაგდეთ 28 "შაჰიდი" ოდესის, მიკოლაევის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში. ოკუპანტების საჰაერო შეტევის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფები, ასევე, საჰაერო ძალებისა და სახმელეთო ჯარების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, გამანადგურებელი თვითმფრინავები და ელექტრონული ომის საშუალებები," - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელები ასევე ამბობენ, რომ ოკუპანტები დრონებით თავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან  (პრიმორსკო-ახტარსკი და კურსკი) და ოკუპირებული ყირიმიდან ესხმოდნენ (კონცხი ჩაუდა).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი