ზუგდიდის სასამართლომ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე, 19 მაისს, გამთენიისას მოხდა. შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები კიდევ 5 პირმა მიიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.