"წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს კონფლიქტი მოუვიდათ..." | შსს ადასტურებს, რომ სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2003 წელს დაბადებული პირი (ლ.ს.). შსს-ს თქმით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ,1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სენაკში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა გამთენიისას მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი