"ერთ ბრძენ კაცს კი ეგონა რომ დავიღლებოდით, მაგრამ არ ვაპირებთ დანებებას" | ბათუმში სტუდენტების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

სტუდენტების პროტესტი ბათუმშიც გრძელდება - ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლო პროცესს ბოიკოტს რუსული კანონის გამო უცხადებენ, დილიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს კანონი და ხელი არ შეუშალოს ქვეყნის ევროპულ მომავალს. მათ ლექტორების ნაწილიც შეუერთდა.

"მართალია, ერთ ბრძენ კაცს ეგონა, რომ ახალგაზრდობა დაიღლებოდა პროტესტით, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას იმ ბრძოლაში, სადაც წყდება ჩვენი კონსტიტუციის ბედი, ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს სტაბილურობის ბედი. ჩვენ არ დავნებდებით, არ დავიღლებით, ვაგრძელებთ პროტესტს. პროტესტს შეიძლება სხვადასხვა სახე ჰქონდეს. ჩვენ, სტუდენტები გავიფიცეთ აუდიტორიებიდან იმის გამო, რომ დღეს მთავარი გაკვეთილი ტარდება ქუჩაში," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი, თემო ტარიელაძე.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი