
ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში - აცხადებს აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი პრესკონფერენციაზე, რომლის შესახებაც ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს:
"თქვენ იცით, რომ ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და ვაკვირდებით რუსეთის გავლენის ზრდას საქართველოში და ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. მოგეხსენებათ, როცა გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატოს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად იმ ქვეყნების სუვერენიტეტზე, რომლებიც ნატოს წევრები არიან, მაგრამ ასევე უსაფრთხოების საერთო ვითარებაზე ევროპაში. მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეაფერხებს ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს ეხება სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე ამ ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოებას." ამბობს გენერალი.