58-ე არმიის ყოფილი მეთაური, განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობისთვის დააკავეს | კრემლის მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს - ინფორმაციას კრემლის მედია TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დანაშაულის კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა გამოცემა წერს, რომ პოპოვისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა.

გენერალი პოპოვი 58-ე არმიას მეთაურობდა, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ზაპოროჟიეს მიმართულებაზე მოქმედებდა. ივლისში ცნობილი გახდა, რომ ის მეთაურობიდან გადააყენეს, რასაც წინ უძღოდა მისი მიმართვა. სამხედრო მეთაური რუსული არმიის პრობლემებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ამ ყველაფრის მოსმენა გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს არ სურდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი