რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსისკენ მიემართებიან, საიდანაც გზას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გააგრძელებენ. მსვლელობაში მონაწილეობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა მიზანია, ყველას გააგებინონ პროტესტის ხმა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდონ, რადგან, მათი თქმით, ახლა სახლში ჯდომის დრო არ არის და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოსვლაა საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდონ.
გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ სტუდენტურ კვირეულში დაგეგმილი მცირე მსვლელობები სიმბოლურია და დიდი მიზნებისთვის მზადებაზე მიანიშნებს. აგრეთვე, ამ მცირე აქციების მესიჯია ისიც, რომ სტუდენტები არ დაიღლებიან და ევროპული მომავლის დათმობას არ აპირებენ.
ცნობისთვის, 24 მაისს დაგეგმილია დიდი მსვლელობა შსს-ს შენობასთან, სადაც გაპროტესტდება პოლიციელთა მიერ 190-ზე მეტი აქტივისტის დაკავებაც. მსვლელობას სტუდენტებიც შეუერთდებიან. დღეს დაანონსებული სტუდენტური კვირეულის მეორე დღეა, ხოლო მომდევნო დღეების შეკრების ადგილები ამ დროისთვის უცნობია.