
კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ფონზე, ამ წუთებში, თბილისში, კიკვიძის პარკში, კონცერტი იმართება. როგორც "მთავარს" დედაქალაქის მერიაში უთხრეს, კონცერტის გამართვაზე ნებართვა სწორედ მათ გასცეს, თუმცა ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ კონცერტის ღია სივრცეში ჩატარება აკრძალული არაა, თუმცა ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, ხომ არ ირღვევა პანდემიის პირობებში მოქმედი შეზღუდვები. "კადრში მარტო პარკში მოსეირნე ხალხი ჩანდა. მე რაც ვნახე," - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აიკრძალა. მსგავს შეკრებაზე დასწრება მაქსიმუმ 10 ადამიანს შეეძლება. აიკრძალა კულტურული და სპორტული ღონისძიებების
გამართვა, რომელსაც 200 ადამიანზე მეტი დაესწრება.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს მიუახლოვდა