"ოცნების" უარი აშშ-ის შემოთავაზებას | ხელისუფლება ქართველ ხალხს უნიკალურ შანსს აკარგვინებს

გამოქვეყნდა:

ქართველი ხალხი უნიკალურ შანსს კარგავს. "ქართული ოცნების" ხელისუფლება უარს ეუბნება შეერთებულ შტატებს და არ იღებს ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და სამხედრო დახმარების შემოთავაზებას. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი წერილობითი განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მთავარ პარტნიორს შანტაჟში ადანაშაულებს, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლის ერთგულებას და არ ამბობს უარს რუსულ კანონზე.

არადა უნიკალური ამერიკული და ასევე ევროპული სარგებლის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ორი რამ. ვაშინგტონში პირდაპირ თქვეს, რომ რუსული კანონის გაწვევა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება საბოლოოდ გაუხსნის გზას საქართველოს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან დაახლოებისკენ. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი