რუსეთმა სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო სარაკეტო შენაერთების წვრთნები, რომლებიც არასტრატეგიული - ტაქტიკური ბირთვული იარაღის - "მომზადების და გამოყენების საკითხების დამუშავებას" ისახავს მიზნად.
როგორც Эхо Кавказа წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 მაისს განაცხადა, რომ სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო და წვრთნებისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები "Iskander", აერობალისტიკურ რაკეტები და "Kinzhal" გამოიყენება. რამდენ ხანს გაგრძელდება წვრთნები, არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა. როგორც მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განმარტა, წვრთნები დაკავშირებულია უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დასავლეთის განცხადებებთან.