"მტრობაა ის, როდესაც დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, მტრობაა ის, როცა დასავლეთი აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან პოლარიზაციაში და ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები. საქართველო რომ საიმედო პარტნიორია, ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით. [...] ის რომ ვიღაცამ რაღაც ზემოდან გადმოგვხედოს, გაგვაკეთებინოს ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს მიუღებელია ეს დამოკიდებულება. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვებისთვის".
თქვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.