გორის სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია განაახლეს

გამოქვეყნდა:

გორის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

"მთავარის" კორესპონდნეტის ცნობით, ადგილზე რამდენიმე ფორმიანი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

საოკუპაციო ძალებმა ადგილზე ბორდერიზაციის პროცესი გუშინ, 12 სექტემბერს დაიწყეს, დღეს კი დამაგრებულ ბოძებზე ღობე გაავლეს.

მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცხელი ხაზი.

უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი